ირაკლი ჩხეიძე აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა
ირაკლი ჩხეიძე აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა

ირაკლი ჩხეიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა.

შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გავწევრიანდი პოლიტიკურ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“, დღემდე ვარ ამ პარტიის წევრი. დღემდე არწმუნებენ და ატყუებენ პარტიის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები „შეთანხმებულად მოქმედებენ“, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტური ბლეფია. ამიტომ, დღეს ვტოვებ პარტიას. პარტიის მენეჯმენტს შეუძლია, ჩემი ეს განცხადება ოფიციალურ მიმართვად ჩათვალოს“, – წერს ჩხეიძე.