ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ბესო ქათამაძის საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფება
ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ბესო ქათამაძის საქმეზე გამოკითხვაზე იმყოფება

ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი გურიის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დეპუტატები საკრებულოში ბესო ქათამაძის ცემის საქმეზე სამართალდამცავების კითხვებს პასუხობს.

“მიგვაჩნია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. დეტალებზე ინფორმაციას არ ვფლობ. ჩვენი გუნდი გმობს და ემიჯნება ძალადობას. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს” – განაცხადა ,,ქართული ოცნების” წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა.

ოზურგეთის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ტარიელ აროშიძეს.