ოზურგეთის საკრებულოს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შიმშილობის აქციას აგრძელებენ
ოზურგეთის საკრებულოს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შიმშილობის აქციას აგრძელებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, საკრებულოს ფოიეში შიმშილობის აქცია გრძელდება.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების მოთხოვნები კვლავ უცვლელია, დაისაჯოს ქათამაძის ცემის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი და მოხდეს საქმის ობიექტური გამოძიება.

„მესამე დღეა ვშიმშილობთ. არავინ გვეხმაურება. აქციას საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, ფოიეში ვატარებთ და თავად არც კი გვინახავს. ვიცით, რომ გადიან კონსულტაციებს. არავის ეგონოს, რომ შევწყვეტთ აქციას. ვიდრე არ დაისჯება ქათამაძის ცემის ფაქტში მონაწილე ყველა პირი, პროტესტი გაგრძელდება.”- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები მოთხოვნების დაკმაყოფილებას კატეგორიულად მოითხოვენ, შიმშილობას აგრძელებენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.