ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიღებული ზარალის დათვლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამის შესახებ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე მგელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
„ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელს აღუდგა. რაც შეეხება დაზიანებულ გაზსადენ მილებს, კომპანია “სოკარის” ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და გაზმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება. ზარალის დათვლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი სამშენებლო მასალებით დაეხმარება“,- აცხადებს ეკატერინე მგელაძე.