ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუდგინდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სამ მოსწავლეს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან შვიდი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, შვიდი ინფიცირებულიდან სამი სოფელი ლაითურის სკოლის მოსწავლეა.

„გვაქვს შვიდი ახალი შემთხვეა. აქედან სამი მოსწავლეა, ისინი კლასელები არიან და ინფიცირებული ბავშვის კონტაქტს წარმოადგენენ. ვირუსი დაუდგინდა ასევე, ერთ-ერთი მოსწავლის დედას. კიდევ ერთი შემთხვევა არის ლაითურში. გარდა ამისა, გვყავს ინფიცირებულები სოფლებიდან მერია და ჭნიეთი. მათი კონტაქტი „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურიის განყოფილების დირექტორმა, მაია ქუტიძემ.

ამ დროისთვის გურიის რეგიონში კორონავირისით ინფიცირების 197 შემთხვევაა გამოვლენილი.