ოზურგეთში 12:00 საათის მონაცემებით, არჩევანი ამომრჩეველთა 18,55 პროცენტმა დააფიქსირა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 944-მა ამომრჩეველმა უკვე გააკეთა, რაც საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 18,55 პროცენტია.
ოზურგეთში 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენეიშვილის შეფასებით, 12:00 საათის მონაცემებით, მოსახლეობის აქტივობა საშუალოა.
„კანონის დაცვით, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ოზურგეთში. არც ერთ უბანზე საჩივარი არ დაწერილა“, – აცხადებს 60-ე საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენეიშვილი.
ოზურგეთის საკრებულოში მოსახვედრად 13 კანდიდატი იბრძვის. არჩევნები ხუთ უბანზე იმართება.