ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში აქცია გაიმართა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში აქცია გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივების განცხადებით, მდინარე სუფსაზე კომპანია „აკეთი“ კარიერულ საქმიანობას მათ კუთვნილ ნაკვეთებზე აწარმოებს, რასაც ეწინააღმდეგებიან.

სოფლის რწმუნებულის განცხადებით, კომპანიას მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზია 2022 წლამდე აქვს, თუმცა ამავე ტერიტორიებზე მოსახლეობას საყანე ფართობები მიღება-ჩაბარების აქტებით აქვთ მიღებული.

აქციაზე იმყოფებოდნენ გარემოს დამცველებიც. ისინი ადგილობრივებს მხარდაჭერას უცხადებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სიტუაცია საფუძვლიან შესასწავლას საჭიროებს. კომპანიის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.