ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე - აბსურდი, ტყუილია, რომ ვინმეზე ზეწოლას ვახდენთ, გახარიას შტაბიდან წევრები მიდიან და ჩვენზე ცდილობენ გადმობრალებას
ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე შანტაჟთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება.
ავთანდილ თალაკვაძის თქმით, ზეწოლას არავის მიმართ ახდენენ და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თალაკვაძე ამბობს, რომ ოზურგეთის მერობის კანდიდატ გიორგი ცეცხლაძის წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია.
„გახარიას შტაბის კამპანია ოზურგეთში წარუმატებლად მიმდინარეობს, შტაბიდან წევრები მიდიან და ჩვენზე ცდილობენ გადმობრალებას. აბსურდი და ტყუილია, რომ ზეწოლას ვახდენთ ვინმეზე. სიმართლე არის, რომ გია ცეცხლაძის წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია, დღემდე ოზურგეთში არ იციან, რა არის მისი საარჩევნო პროგრამა. როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ჩვენზე ცდილობენ ამის გადმობრალებას. თავიდანვე საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა და ხმებს ავრცელებდნენ, რომ თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებს. დღეს, როცა ბევრმა გაიგო სიმართლე, გასაკვირი არ არის, რომ უარს ეუბნებიან მხარდაჭერაზე. გახარიას პარტია ოზურგეთში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებს და მომხრეებს ეპოტინება“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
პარტიამ „საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე პარტიის წევრის მიმართ შანტაჟში დაადანაშაულა.