ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში მანდატურმა მოსწავლეს საეჭვო ნივთი აღმოუჩინა
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში მანდატურმა მოსწავლეს საეჭვო ნივთი აღმოუჩინა

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში მანდატურმა მოსწავლეს საეჭვო ნივთი აღმოუჩინა.

სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში მოზარდის მშობელი გამოიძახეს.

“22 იანვარს, გაკვეთლების შემდეგ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კლასის მოსწავლეს მანდატურმა უცხო ნივთი აღმოუჩინა, გამოიძახა მშობელი და მასთან ერთად განახორციელა შესაბამისი ქმედებები. ნივთის სახეობა შესაბამის სტრუქტურებში დგინდება“,- აცხადებს სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე.

შსს-ის  ინფორმაციით, მანდატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.