ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მონადირეთა მაღაზიას მოედო. თვითმხილველების განცხადებით, მაღაზიაში აფეთქების ხმა იყო, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
მაღაზია სრულადაა დამწვარი, მეპატრონე კი დაშავებულია. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
,,ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. მერია დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.”- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფება სახანძრო- სამაშველო სამსახური და პოლიცია.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.