ოზურგეთი-ჯუმათის დამაკავშირებელ ხიდზე ავტოავარიისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ოზურგეთი-ჯუმათის დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯუმათში მცხოვრები 31 წლის გ.კ გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა მოცურდა და ხიდიდან გადავარდა. გ.კ-სთან ერთად მანქანაში მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ისხდნენ.
„ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეორე პაციენტი კი მრავლობითი ჭრილობებით გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში“, – განაცხადა ,,მედალფას” დირექტორმა, დავით მდინარაძემ.
შსს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.