ფაჩულიას 11 ქულა და 6 მოხსნა ლეიკერსთან მოგებულ მატჩში
ფაჩულიას 11 ქულა და 6 მოხსნა ლეიკერსთან მოგებულ მატჩში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტ უორიორსი” ლოს ანჯელესის “სტეიპლს ცენტრში” ადგილობრივ “ლეიკერსს” დაუპირისპირდა და მეტოქეს ოვერტაიმში 4 ქულის სხვაობით 127-123 სძლია.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ არასრულ 15 წუთში საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირა. ზაზამ 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. კევინ დიურანტმა 29, სტეფ კარიმ კი 28 ქულა ჩაიწერეს პირად აქტივში. ლოს ანეჯელესურ კლუბში ყველაზე მეტი 32 ქულა ბრენდონ ინგრამის ანგარიშზეა. ლონსო ბოლმა 15 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

მორიგი მოულოდნელი მარცხი განიცადა “ოკლაჰომამ”. “სანდერმა” ამჯერად სტუმრად “ორლანდო” მეჯიქთან” 121-108 დამარცხდა. შეხვედრაში საუკეთესო ორლანდოს ფორვარდმა 40 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს. ოკლაჰომას რიგებში კი 37 ქულითა და 11 მოხსნით რასელ ვესტბრუკი გამოირჩა. სხვა შეხვედრების ანგარიშების შედეგები კი ასე გამოიყურება.

დეტროიტი – ფინიქსი 131-107
ფილადელფია – ვაშინგტონი 118-113
ნიუ იორკი – მაიამი 115-86
ტორონტო – შარლოტი 126-113
ჰიუსტონი – ინდიანა 118-97
ნიუ ორლეანი – მინესოტა 102-120
დალასი – ბრუკლინი 104-109
სან ანტონიო – მემფისი 104-95