„გოლდენ სტეიტმა“ ჩემპიონი „სტეიპლს ცენტრში“ დაამარცხა – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა (ვიდეო)

11:49, 19.01.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოულოდნელი მარცხი განიცადა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. მოქმედმა ჩემპიონმა „სტეიპლს ცენტრში“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და 113:115 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმი ფრენკ ფოგელის გუნდმა 16 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა უპირატესობა გაანიავა. სტეფ კარის (26 ქულა), კელი უბრეს (23 ქულა), ენდრიუ ვიგინსისა (18 ქულა) და ერიკ პასკალის (19 ქულა) კარგი თამაშის წყალობით „ვორიორზმა“ თამაშის შემოტრიალება შეძლო და 2 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

„ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით დენის შრიოდერი გამოდგა. ენტონი დევისმა 17 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ კუზმამ (15 ქულა, 10 მოხსნა). ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 19 ქულაა.

 

ლეიკერსი-გოლდენ სტეიტი 113:115

https://youtu.be/05EB_fhIrx8

ნიუ იორკი-ორლანდო 91:84

https://youtu.be/T2f_v2d35Kk

ატლანტა-მინესოტა 108:97

https://youtu.be/c0pALdcUZBw

პორტლენდი-სან ანტონიო 104:125

https://youtu.be/sP6Ge_Fx3pY

მემფისი-ფინიქსი 108:104

https://youtu.be/p8mwuoyh7h0

ბრუკლინი-მილუოკი 125:123

https://youtu.be/Mvyi45gWX94

ტორონტო-დალასი 116:93

https://youtu.be/GFNESE4WsIs

მაიამი-დეტროიტი 113:107

https://youtu.be/JoKUH5KvSzs

ჩიკაგო-ჰიუსტონი 125:120

https://youtu.be/XuIQ4VEozyM

მსგავსი