სტივ კერიმ „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის“ მწვრთნელებს ონლაინ სემინარი ჩაუტარა

11:33, 20.05.2020

ლეგენდარულმა კალათბურთელმა და ამჟამად „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ, „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის“ მწვრთნელებს ონლაინ სემინარი ჩაუტარა.

როგორც აკადემიის „ფეისბუქ“ (facebook) გვერდი იტყობინება, სტივ კერის სემინარი სამწვრთნელო ფილოსოფიას ეხებოდა და კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანს „ენ-ბი-ეიში“ (NBA) ყველაზე წარმატებული სეზონები სწორედ სტივ კერის გუნდში ჰქონდა და მისი ხელმძღვანელობით „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში NBA-ის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

მსგავსი