ოთო ნემსაძემ და თამთა გოდუაძემ თელ-ავივში „სულიკო“ შეასრულეს [ვიდეო]
ოთო ნემსაძეს თელ-ავივში, რეპეტიციის შემდეგ ინტერვიუს დროს მოულოდნელად თამთა გოდუაძე ესტუმრა. მომღერლებმა ექსპრომტად „სულიკო“ შეასრულეს.
ოთო ნემსაძე ექსპო თელ-ავივის სცენაზე მეორე რეპეტიციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილი სიმღერა შეასრულა. სიმღერა გუშინ ღამე დაიწერა. ტექსტის ავტორი – ალექსანდრე ლორთქიფანიძეა, მუსიკა რომა გიორგაძეს ეკუთვნის.
ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს.
კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია 14, 16 და 18 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში განხორციელდება.