ოთო ნემსაძემ და საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროვიზიის ნარინჯისფერ ხალიჩაზე ჩაიარეს [ფოტო/ვიდეო]
თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ნარინჯისფერ ხალიჩაზე ჩაიარეს წლევანდელ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, ოთო ნემსაძემ და საქართველოს დელეგაციის წევრებმა.
ცერემონიის წამყვანები ოთო ნემსაძეს გაესაუბრნენ. საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეპეტიციებმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა და კონკურსზეც წარმატების იმედი აქვს.
წამყვანმა აღნიშნა, რომ ოთოს ძალიან უყვარს კონკურსები, რადგან ბევრ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ოთო ნემსაძემ განაცხადა, რომ მას სურს მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება ამ გამოსვლებით და უპირველესად, თავის თავს დაუმტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები.
ოთო ნემსაძე 14 მაისს, პირველ ნახევარფინალურ ტურში მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.