ოთო ნემსაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში დღეს იმღერებს
ოთო ნემსაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში დღეს იმღერებს

თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება. ნახევარფინალური შოუ ცენტრალური ევროპის დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათი) დაიწყება.

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სიმღერით „სულ წინ იარე“ პირველ ნახევარფინალში დღეს მე-11 ნომრად წარდგება.

ხმის მისაცემად ქართველი კონკურსანტის გულშემატკივრებმა უნდა უყურონ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებიან. ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეეძლებათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს წელს თელ-ავივი მასპინძლობს. ევროფესტივალი 12 მაისს ნარინჯისფერი ხალიჩის ცერემონიით გაიხსნა.

კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. შოუს ტრანსლაციას 14, 16 და 18 მაისს, 23:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ევროვიზია