ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე ესპანეთში ევროვიზიის პრეფართში მიიღებს მონაწილეობას.
ოთო ნემსაძე, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ყოველწლიური პრომო ტურის ფარგლებში გასამართი ესპანეთის პრეფართისთვის ემზადება, რომელსაც ტრადიციულად მადრიდი მასპინძლობს.
ღონისძიებაზე, კონკურსანტებთან ერთად, მონაწილეობას ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სხვადასხვა წლის მონაწილეებიც მიიღებენ (ირა ლოსკო, იმრი, ალფრედ გარსია და სხვები).
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ყოველწლიური პრეფართი 20 აპრილს ჩატარდება და პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა კონცერტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე იქნება შესაძლებელი.