ოთხსაათიანი რეიდის შემდეგ, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსიდან გასვლა დაიწყეს
ოთხსაათიანი რეიდის შემდეგ, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსიდან გასვლა დაიწყეს

ოთხსაათიანი რეიდის შემდეგ, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსიდან გასვლა დაიწყეს. ინფორმაციას თურქული მედია ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინელებს მეჩეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს. პალესტინის ადმინისტრაციის ცნობით, მანამდე ისრაელის პოლიციამ მეჩეთიდან პალესტინელების ევაკუაცია განახორციელა და მათ შენობის ყველა გასაღები ჩამოართვა.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციის იერიშების შედეგად 215 პალესტინელი დაშავდა, მათ შორის 153 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ ტაძრის მთაზე რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ, ცხრა პოლიციელია დაშავებული. პალესტინის ადმინისტრაციამ ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმას დანაშაული უწოდა და ისრაელი აგრესიაში დაადანაშაულა.