სანაკრებო პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 30-ე ტურის მატჩებით განახლდა. ოთხი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით დასრულდა, სამში კი სტუმრებმა გაიმარჯვეს.
განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე „ზუგდიდმა“ „გაგრა“ 1:0 დაამარცხა, მასპინძლებმა გურამ მინდორაშვილის მიერ მე-9 წუთზე გატანილი გოლით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს და სახიფათო ზონას თავი დააღწიეს. სტუმრები 71-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რადგან მთავარმა არბიტრმა ცოტნე ფაცაციას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.
ერთადერთი ლანჩხუთის „გურია“ აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქეს, თანაც უშუალო კონკურენტ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს, დამაჯერებლად სძლია – 3:0. „ევგრაფი შევარდნაძეზე“ გამართულ შეხვედრაში ლანჩხუთელებიდან თავი გამოიჩინეს მამია ჟვანიამ (40) და თემურ შარაშენიძემ (70, 84) – ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა და ორივე გოლი პენალტით შეაგდო.
მუხიანის სპორტულ კომპლექსში „ცხინვალმა“ „თელავს“ უმასპინძლა – სტუმრებმა გადამწყვეტი გოლი 77-ე წუთზე გაიტანეს და პლეი ოფში თამაშს მიუახლოვდნენ. ერთად-ერთი გოლი გიორგი ხარებაშვილის ანგარიშზეა.
„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ თბილისის „შევარდენი 1906“ ერთ-ერთ ლიდერ „სამტრედიასთან“ ვერაფერს გახდა – 0:1. 44-ე წუთზე გიორგი ივანიაძემ გაიტანა. მასპინძლები 88-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ – მათ ნახევარმცველი გიორგი ქურდაძე გაუძევეს.
ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე ქობულეთის „შუქურამ“ გათამაშების ლიდერი, თბილისის „მერანი“ მიიღო და აქაც 0:1 დაფიქსირდა. თბილისელებმა გამარჯვებას გიორგი კახელიშვილის მიერ მე-40 წუთზე გატანილი გოლით მიაღწიეს და შეიძლება ითქვას, რომ ცალი ფეხით ეროვნულ ლიგაში არიან.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი: