ბელარუსში კომპანია “ბელაპანმა” საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს 51 ექსპერტს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომელთა შედეგების მიხედვით გამოავლინა ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ქალი.
53 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ბიატლონში ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დარია დომრაჩევამ.
მეორე ადგილი ერგო ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნატალია კოჩნოვას (45 ქულა), მესამეზე გავიდა 2015 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი (37 ქულა).
დომრაჩევამ ოლიმპიადის სამი ოქრო 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადაზე მოიპოვა. 2018 წელს, პიონჩანგში კი ქალების ესტაფეტაში გაიმარჯვა, აგრეთვე ვერცხლი აიღო მას-სტარტში.