ოთარ ზურაბიშვილი - ტყუილი შეიძლება სიცილს იწვევდეს, რომ არა ბატონი ნათელაშვილის და მისი მეგობრების გამოხატვის მანერა, რომელიც მათი სიტყვების პოლიტიკურ სიცარიელეს ასახავს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად შემოდგომაზე სპეციალური ფრენა დანიშნა და პარიზიდან სტუმრების ჩასაყვანად ხარჯები სახელმწიფომ გამოყო.
„მე ხშირად მითქვამს და ვწერდი, რომ შეურაცხყოფა და ცილისწამება ვერ შეცვლის არგუმენტებს პოლიტიკურ დებატებში. ბოლო ინტერვიუ, რომელიც ბატონმა ნათელაშვილმა ინგა გრიგოლიას მისცა „ტვ პირველის“ ეთერში, ზუსტად ასეთი ტიპისაა. ბატონი ნათელაშვილი პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაში, რომ მან შემოდგომაზე დანიშნა სპეციალური ფრენა, რომლისთვისაც ხარჯები გამოყო სახელმწიფომ, მისი ძმისა და მისი სტუმრების პარიზიდან ჩამოსაყვანად. დაბადების დღესთან დაკავშირებით. ტყუილი მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და შეურაცხყოფა მომაყენა, კერძოდ კი „უსაქმური“ და „იტრიგანი“ მიწოდა. პრეზიდენტის დაბადების დღე მარტშია. ფრენა კი რეგულარული, გადახდილი ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ.
„უსაქმური“ – ექიმია და ხელმძღვანელობს 35 წლის წინ შექმნილ კომპანიას. „ინტრიგანი“ ნებაყოფლობით ზრუნავს საფრანგეთში საქართველოს ასოციაციაზე, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრია უკვე 50 წელია, ხოლო პრეზიდენტი – 14 წელია. ტყუილი და შეურაცხყოფა შეიძლება სიცილს იწვევს, რომ არა ბატონი ნათელაშვილისა და მისი მეგობრების გამოხატვის ჩვეული მანერა, რომელიც მხოლოდ მათი სიტყვების პოლიტიკურ სიცარიელეს ასახავს. ჩვენი ქვეყანა, მისი მომავალი და დემოკრატია მოიგებს ამგვარი ექსცესების თავიდან აცილებით.
ბატონი ნათელაშვილის ბოდიში პრეზიდენტისა და მისი ძმის მიმართ შეიძლება პირველი ნაბიჯი იყოს სწორედ ამ მიმართულებით“, – აცხადებს ოთარ ზურაბიშვილი.