ოთარ შამუგია - შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მილიარდი ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მილიარდი ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარადგინა.
„ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. სხვა პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს და ამ პროგრამის ფარგლებში 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ თითქმის 1 მლრდ ლარი შეადგინა.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაწყებამდე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგროსესხების პორტფელი 56 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი ოცჯერ მეტს – 1.2 მლრდ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.