ოთარ შამუგია რომში მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიაზე მოხსენებას წარადგენს
ოთარ შამუგია რომში მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიაზე მოხსენებას წარადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, 10 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რომში, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ოთარ შამუგია სასურსათო უსაფრთხოებისა და კვებითი ღირებულების მიმართულებით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოხსენებას წარადგენს.

სესიას 20-ზე მეტი დარგობრივი მინისტრი დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ოფიციალური შეხვედრები იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო მეურნეობის მინისტრ სტეფანო პატუანელისთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორ ქიუ დონგუსთან და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროგრამების მართვის დეპარტამენტის ასოცირებულ ვიცე-პრეზიდენტთან.

ოთარ შამუგიასთან ერთად, იტალიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე ნინო თანდილაშვილიც.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს