ოთარ შამუგია - გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვაჩვენოთ მაქსიმალური პროგრესი და ეს ასეც არის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.
მისივე თქმით, ეს ეხება როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებას, ასევე სექტორულ მიმართულებებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთი წლის პერიოდში ვაჩვენოთ მაქსიმალური პროგრესი და ეს ასეც არის, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებულებების შესრულების (DCFTA) მიმართულებით. ასევე, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც პარლამენტი ამ მიმართულებით განიხილავს. არაერთ ღონისძიებას ვატარებთ, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ პროგრესი. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი და ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. იმედია, ეს ასეც იქნება, საქართველო, მთლიანად ქართველი ერი ველით ამას“, – განაცხადა შამუგიამ.