ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველი წრე დასრულდა. ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა ორივე ლიგაში გამორჩეულები დაასახელა.
ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი და კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი აღიარეს. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი 5 გოლით ბომბარდირებში მე-3 ადგილზეა, ხოლო საგოლე ასისტენტებში 5-შედეგიანი გადაცემით ლიდერობს და ჯამში ყველაზე სასარგებლო მოთამაშე იყო.
ეროვნულ ლიგა 2-ში გამორჩეული „ნორჩი დინამოს“ თავდამსხმელი იაგო დეისაძეა, რომლის ანგარიშზეც 6 გოლთან ერთად 2 გადაცემაა. წრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დეისაძეს დღეს, ეროვნულ ლიგა 2-ში მე-10 ტურის შეხვედრამდე გადაეცა.