ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - იქნებ, მიპასუხოთ, ხომ არ ჩამოგართვეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამდივნოს ხელმძღვანელობა
ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - იქნებ, მიპასუხოთ, ხომ არ ჩამოგართვეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამდივნოს ხელმძღვანელობა

როგორ აფასებთ თქვენს წარმატებად „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სფეროს? ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს, უტიფრობასა და ტყუილებს, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

„თქვენ ისაუბრეთ, რომ თურმე წარმატებები გქონიათ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სფეროში. ახლა გახსნილი მაქვს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ვებგვერდი. ამ ვებგვერდზე გასული წლის ნოემბერში უკლებლივ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც ამ სფეროშია ჩართული, გაგზავნილი აქვს წერილი, სადაც ამ პროცესიდან თქვენს ჩამოცილებას ითხოვენ. თქვენს წინააღმდეგ გაილაშქრა ყველამ. საპასუხოდ გაგზავნილია თქვენი პასუხები, თუ როგორი „ნაციონალები“ არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანამშრომლები. საბოლოოდ ეს როგორ დასრულდა? შემთხვევით თქვენ ხომ არ ჩამოგართვეს სამდივნოს ხელმძღვანელობა და ხომ არ გადასცეს მთავრობის აპარატს?“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

თეა წულუკიანი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგა, რის შემდეგაც პარლამენტის წევრებმა მას კითხვებით მიმართეს. თეა წულუკიანი კითხვებს შესვენების შემდეგ უპასუხებს.