ოთარ კახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს ნამდვილად არის შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს ნამდვილად არის შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ შეთანხმების ერთგული რჩება და ისნის ოლქში მხარს გიორგი ვაშაძეს დაუჭერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს ნამდვილად არის შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, რასაც „ევროპული საქართველო“ ნეგატიურად აფასებს, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ უნდა დავრჩეთ შეთანხმების ერთგულები. ჩვენ დავიცავთ ამომრჩევლის წინაშე მიცემულ პირობას, რაც საჯაროდ განვაცხადეთ. შესაბამისად, ჩვენ და სხვა ოპოზიციური პარტიებიც ისანში მხარს დავუჭერთ გიორგი ვაშაძის კანდიდატურას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.