ოთარ კაკაბაძე - საქართველომ სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა
ოთარ კაკაბაძე - საქართველომ სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა

ოთარ კაკაბაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში კიდევ ერთი კარგი თამაში ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ხიმნასტიკის“ ქართველი მცველის პროგრესი აშკარაა და ის ეროვნული ნაკრების შეუცვლელად მარჯვენა ფლანგელად ჩამოყალიბდა.

მიხეილ მესხის სტადიონზე ლიტვასთან მოგებულ (4:0) შეხვედრაში კაკაბაძე დაცვაშიც საიმედო იყო და მეორე გოლიც მისი მშვენიერი გადაცემის შემდეგ გავიდა. ახალგაზრდა მცველმა პირველ არხთან თამაშზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, გამარჯვება დამსახურებული იყო.

„მიმაჩნია, რომ დღეს კარგი თამაში გამოგვივიდა. რასაკვირველია, პირველ ტაიმს ვგულისხმობ – ოთხი გოლი გავიტანეთ და ასე ვიტყვი, რომ სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მეორე ტაიმში კი ძალები შევინახეთ. ესტონეთთან მატჩამდე 3 დღე არის დარჩენილი და ამ მატჩსაც სრულ ფიზიკურ მდგომარეობაში უნდა შევხვდეთ“, – ამბობს კაკაბაძე.

საქართველო – ლიტვა. 2:0. გიორგი ქვილითაიას გოლი. Georgia vs Lithuania 2:0

საქართველო – ლიტვა. 2:0. გიორგი ქვილითაიას გოლი. Georgia vs Lithuania 2:0

Posted by პირველი არხი • სპორტი on 2018 წლის 24 მარტი, შაბათი