ოთარ კაკაბაძე - საქართველო მხოლოდ თბილისი არაა, კარგია, რომ გორში ვითამაშეთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გორში, კვიპროსთან გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.
“ჩვენ ამ შეხვედრით ერთა ლიგისთვის მზადება დავიწყეთ. თამაშის ხარისხი სასურველისგან შორს იყო. მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ და ეს ძალიან გვახარებს. ერთა ლიგა საქართველოს ნაკრებისთვის დიდი შანსია, ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხვდეთ. თუმცა ადვილი შეხვედრები აქ გვექნება. იქ ჩვენი დონის გუნდებია, რომლებმაც ფეხბურთის თამაში ისწავლეს და დიდი ბრძოლა გველის. მიხარია, ამ ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპი მოგებით რომ დავიწყეთ. რაც შეეხება მატჩის გორში გამართვას – საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის, გორში თამაში კი სასიამოვნოც იყო და მისაღებიც“ – ამბობს კაკაბაძე.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გორში, კვიპროსთან გამართული მატჩი 1:0 მოიგო.