ოთარ გოგავა ოქროსთვის ბრძოლას გამოეთიშა | ბუდაპეშტი 2018
ოთარ გოგავა ოქროსთვის ბრძოლას გამოეთიშა | ბუდაპეშტი 2018

ოთარ გოგავამ (57 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო. უმსუბუქესი წონის ქართველი წარმომადგენელი, კენჭისყრაზე მეშვიდე ნომრად იყო განთესილი და ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, სადაც კუბელ – რეინერ ანდრეუ ორტეგასთან, მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. გააგრძელებს თუ არა გოგავა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას, ახლა კუბელ სპორტსმენზეა დამოკიდებული. მისი ფინალში გასვლის შემთხვევაში, ოთარს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცემა.

შეგახსენებთ რომ დღეს, საკვალიფიკაციო ეტაპზე, თავისი პირველი შეხევდრა მოიგო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ.).

დღესვე ტურნირში კიდევ ორი ქართველი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი – დავით ხუციშვილი (79 კგ.) და ევროპის ორგზის ჩემპიონი – დავით მარსაგიშვილი ჩაერთებიან.

შეგახსენებთ რომ გუშინ  წინასწარი შეხვედრები ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა, საიადანც სამში ქართველი ფალავნები ფინალურ ბლოკში გავიდნენ. გენო პეტრიაშივილი (125 კგ.) და ავთანდილ კენჭაძე ( 74 კგ) ფინლაში იასპარეზებენ, ბექა ლომთაძე (61 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.