მარტვილში არაჯანსაღი სიტუაციაა და მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი რამდენიმე თანაპარტიელი ერთგვარად ხელს უწყობს ამ პრობლების კიდევ უფრო ესკალაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება.
“მარტვილში არსებული მდგომარეობაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მწიფდება პოლიტიკური კრიზისი. ბატონო ირაკლი, თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ ამ სიტუაციის გარკვევაში, ვინაიდან ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი რამდენიმე თანაპარტიელი ერთგვარად ხელს უწყობს ამ პრობლების კიდევ უფრო ესკალაციას”, – განაცხდა ოთარ დანელიამ.