ოთარ აბესაძე - მადლობა ყველას, ვინც გვერდზე დამიდგა და ბოდიში შექმნილი უხერხულობისთვის

თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მადლობა ყველას, ვინც გვერდზე დამიდგა და ასევე ბოდიში შექმნილი უხერხულობისთვის. ყველაფერს ზედმიწევნით შევასრულებ, რაც სასამართლომ დამაკისრა. მეტს ვერაფერს გეტყვით. გთხოვთ, გამიშვით ჩემს ოჯახთან“, – განაცხადა აბესაძემ.

ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა.