„ოსტინ პაუერსის" ვარსკვლავი ვერნ ტროიერი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
„ოსტინ პაუერსის" ვარსკვლავი ვერნ ტროიერი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ოსტინ პაუერსის” ვარსკვლავი ვერნ ტროიერი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰოლივუდის ვარსკვლავი მსოფლიოს ყველაზე დაბალ ადამიანად იყო ცნობილი.

აპრილის დასაწყისში, ტროიერი ალკოჰოლური პრობლემების გამო, ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული.

რამდენიმე საათის წინ მსახიობი მოულოდნელად გარდაიცვალა. მანამდე კი ინსტაგრამზე წერდა: „დეპრესია და სუიციდი ძალიან სერიოზული რამ არის. არასდროს იცი, რა ბრძოლებშია გვერდით მყოფი. ნუ განვსჯით და გვახსოვდეს, რომ დახმარება არასოდეს არის გვიან“.