ოსმან თურანი - თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს
თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ოსმან თურანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ზოგადი ბიზნესგარემო და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების საკითხები განიხილეს.
„მადლობელი ვარ, რომ ჩვენი ასოციაცია პირველად ესწრება ამ შეხვედრას. ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასულ კვირაში საკითხები გადაგზავნა და დღეს ეს თემები განვიხილეთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ყველა საკითხი განვიხილეთ. აქ არ განიხილებოდა თურქეთ-საქართველოს ბიზნესურთიერთობები. განვიხილეთ ზოგადი ბიზნესგარემო. აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებზე ენერგეტიკის სფეროში. იყო შეფერხება ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით და შესაბამისმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შესაბამის ზომების მიიღებენ. თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა ოსმან თურანმა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა.