ოსკარ დე ლა ჰოიას ძალადობა ბრალდება
ოსკარ დე ლა ჰოიას ძალადობა ბრალდება

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს, ამჟამად ცნობილ პრომოუტერს ოსკარ დე ლა ჰოიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, – იტყობინება TMZ.

მექსიკელმა უკვე მიიღო სარჩელი, რომლის მიხედვითაც ბრალად სექსუალური ძალადობა ედება. მსხვერპლი მოკრივის ნაცნობი ექთანია. მისი თქმით, ინციდენტი 2017 წელს მოხდა, როცა დე ლა ჰოიამ ქალი სახლში დაპატიჟა. როგორც დაზარალებული ამბობს მოკრივე ძლიერ ნასვამი იყო, გარდა ამისა, კოკაინი ჰქონდა მიღებული.

„ოქროს ბიჭმა“ (დე ლა ჰოიას მეტსახელი) სტუმარი თავის საძინებელში დაპატიჟა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ, მან ქალს გაუპატიურება დაუპირა. ინციდენტის შემდეგ, ექთანი სახლიდან წავიდა.

ბრალდებაში მსხვერპლი ხაზს უსვამს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას და ითხოვს დე ლა ჰოიასგან მორალური ზარალის ანაზღაურებას, თუმცა, თანხის ოდენობა უცნობია.

ოსკარ დე ლა ჰოიას გუნდი, ბრალდების კომენტირებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.