კანელო ალვარესი კარიერაში პირველად ევროპაში ბრძოლას გეგმავს
კანელო ალვარესი კარიერაში პირველად ევროპაში ბრძოლას გეგმავს

სუპერსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, მექსიკელმა საულ ალვარესმა (51-1-2, 35KO), შესაძლოა, მორიგი ორთაბრძოლა ინგლისში გამართოს. ამის შესახებ, პრომოუტერული კომპანია Golden Boy Promotions-ის ხელმძღვანელმა, ოსკარ დე ლა ჰოიამ განაცხადა.

„სულაც არ ვართ ინგლისში გამგზავრების წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ეს იქნება ბრძოლა კალუმ სმიტთან. „უემბლი“? შესანიშნავი ვარიანტია“, – განაცხადა დე ლა ჰოიამ.

სექტემბერში, ბრიტანელმა კალუმ სმიტმა (25-0, 18KO) ნოკაუტით ჯორჯ გროუვზი (28-1, 24KO) დაამარცხა და მსოფლიოს საკრივო სუპერსერიის გამარჯვებული გახდა. აგრეთვე, სუპერსაშუალო წონაში WBA Super-სა და WBC Diamond-ის ქამრები გააერთიანა.