დე ლა ჰოია - რინგზე პაკიაო მაკგრეგორს დაამარცხებს
დე ლა ჰოია - რინგზე პაკიაო მაკგრეგორს დაამარცხებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო ლაპარაკი საკრივო რინგზე დაბრუნების შესახებ. კერძოდ, ირლანდიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ სურს რევანშის გამართვა ფლოიდ მეივეზერთან ან ბრძოლა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან.

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეს ოსკარ დე ლა ჰოიას მიაჩნია, რომ ამგვარი საკრივო ორთაბრძოლა მაკგრეგორს სოლიდურ შემოსავალს მოუტანს. მაგრამ, ამავდროულად, არ სჯერა, რომ კონორი შეძლებს ისეთი დონის მოკრივეების დამარცხებას, როგორებიც არიან მეივეზერი და პაკიაო.

„ნებისმიერი საკრივო ორთაბრძოლა კონორს დიდ ფულს მოუტანს. რატომ არ უნდა მოვაწყოთ ასეთი შეხვედრა? მაგრამ მიმაჩნია, რომ მისთვის უმჯობესია თავის ამპლუაში დარჩეს. რა იქნება, თუ მაკგრეგორი გავა რინგზე პაკიაოს წინააღმდეგ? არ ვიცი. რა თქმა უნდა, მაკგრეგორი ძალიან კარგად გამოიყურებოდა სერონეს წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ საკრივო რინგზე მას პაკიაო დაამარცხებს”, – განაცხადა „ოქროს ბიჭმა” (დე ლა ჰოიას მეტსახელი) ibtimes.com-თან კომენტარში.

დატოვე კომენტარი