ოსკარ დე ლა ჰოია – მაიკ ტაისონს ნებისმიერის ნოკაუტში გაშვება შეუძლია

10:27, 05.05.2020

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივე ოსკარ დე ლა ჰოიას მიაჩნია, რომ მისი თანამემამულე, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი მაიკ ტაისონი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება იმისთვის, რომ პროფესიულ რინგზე გამოვიდეს.

„დარწმუნებული ვარ, თუ მაიკი სერიოზულად მოეკიდება ვარჯიშს, შეძლებს ნებისმიერი მძიმეწონოსნის ნოკაუტში გაშვებას“, – განაცხადა პრომოუტერმა.

ცოტა ხნის წინ, 53 წლის ტაისონმა თავისი ვარჯიშის ვიდეო განათავსა სოციალურ ქსელში და გამოაცხადა, რომ რამდენიმე საჩვენებელი ორთაბრძოლის გამართვა აქვს დაგეგმილი. მაიკმა პროფესიონალი მოკრივის სტატუსით ბოლო ბრძოლა 2005 წელს ჩაატარა.

მსგავსი