საულ ალვარესი თავისუფალი აგენტია
საულ ალვარესი თავისუფალი აგენტია

ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი საულ ალვარესი განთავისუფლდა ვალდებულებებისგან კომპანია Golden Boy-ის წინაშე, რომელსაც ხელმძღვანელობს ლეგენდარული ოსკარ დე ლა ჰოია. ამის შესახებ განაცხადა 30 წლის მოკრივის მენეჯერმა და მწვრთნელმა ედი რეინოსომ.

„თავს უფლებას მივცემ შევატყობინო საკრივო საზოგადოებას და ყველა გულშემატკივარს, რომ 7 ნოემბრიდან კანელო თავისუფალი აგენტი ხდება. და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საკრივო კარიერა. ძალიან მონდომებით ვმუშაობდით, რათა კარგ ფორმაში ვყოფილიყავით წლევანდელი ბრძოლისთვის. და ის შედგება.

ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ თარიღს, მეტოქესა და ადგილს. დავბრუნდებით უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე, რათა გავაგრძელო ზრდა და ვუჩვენოთ, რომ მექსიკური კრივი საუკეთესოა“, – დაასკვნა რეინოსომ.

ალვარესის ანგარიშზე 53 მოგება, ერთი მარცხი და ორი ფრეა. ბოლო ბრძოლაში მან მე-11 რაუნდში ნოკაუტით მოუგო რუს სერგეი კოვალიოვს.

უფრო ადრე, საულმა დაადანაშაულა დე ლა ჰოიას კომპანია კონტრაქტის მრავალრიცხოვან დარღვევებში. ეს ხელშეკრულება 2018 წელს 365 მილიონ დოლარზე გაფორმდა.