ოსკარ დე ლა ჰოიამ რინგზე UFC-ის პრეზიდენტი გამოწვია
ოსკარ დე ლა ჰოიამ რინგზე UFC-ის პრეზიდენტი გამოწვია

პრომოუტერული კომპანია Golden Boy Promotions-ის პრეზიდენტმა ოსკარ დე ლა ჰოიამ საკრივო ორთაბრძოლაში გამოიწვია UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიტი. პრომოუტერის სიტყვები მოჰყავს პორტალ MMAFighting.com-ს.

“მოდი, რინგზე გავიდეთ. სამი რაუნდი. მოდი, გავაკეთოთ ეს. შეიძლება ვიჩხუბოთ კანელო ალვარესის საბრძოლო შოუზე. მოგცემ ხუთ თვეს, რათა თავი დაანებო სტეროიდებს და კარგი ფორმა აკრიფო. ამის შემდეგ, სამი რაუნდი ჩავატაროთ. უპირატესობასაც მოგცემ – 20 კილოგრამით მეტი ხარ ჩემზე. საშიში არაფერია, რადგან მზად ვარ შენთან საჩხუბრად”.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, უაიტმა დე ლა ჰოია არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და მოუწოდა ნარკოტიკებზე გაევლო ტესტი.