ნაომი ოსაკას ევროპელად წარმოჩენისთვის სპორტსმენის სპონსორი ბოდიშს იხდის
ნაომი ოსაკას ევროპელად წარმოჩენისთვის სპორტსმენის სპონსორი ბოდიშს იხდის

იაპონელი ჩოგბურთელის, ნაომი ოსაკას სპონსორის, „ნისინის“ (Nissin) წარმომადგენელმა სარეკლამო პლაკატისთვის ბოდიში მოიხადა.

მასზე ჰავაის კუნძულებზე გაზრდილი და წარმოშობით იაპონელი სპორტსმენი წარმოჩენილია, როგორც ევროპული გარეგნობის ქალი, რამაც რასიზმთან მებრძოლთა შორის დიდი გულისწყრომა გამოიწვია.

„ჩვენი მიზანი არ იყო ვინმეს შევხებოდით“, – ციტირებს გაზეთი „ფიგარო“ სპონსორის წარმომადგენელ ტაკეში კონომის. – „ჩვენ ვაღიარებთ, რომ თემას ზედმეტად ხუმრობით მივუდექით. მსგავს თემებს მომავალში დიდ ყურადღებას მივაქცევთ“.

შეგახსენებთ, რომ ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალშია, სადაც ჩეხ პეტრა კვიტოვას დაუპირისპირდება.