მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ნაომი ოსაკამ აშშ-ის ღიას მესამე წრეში კანადელ ლეილა ფერნანდესთან წაგების შემდეგ განაცხადა, რომ გაურკვეველი ვადით კარიერაში პაუზას აიღებს.
„ბოლო დროს, მოგებების შემდეგ თავს ბედნიერად არ ვგრძნობ, წაგების შემდეგ კი ძალიან ნაღვლიანი ვარ. არ მგონია, რომ ეს ნორმალურია. ახლა იმ ეტაპზე ვიმყოფები, როცა მინდა გავიგო – მომავალში რისი გაკეთება მსურს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როდის ვითამაშებ მომდევნო შეხვედრას. ვფიქრობ, გარკვეული ხანი პაუზა ავიღო“, – თქვა ოსაკამ. ამ სიტყვების დროს, ოსაკამ ცრემლები ვერ შეიკავა.