ოსაკა კვლავ რეიტინგის პირველი ნომერია
ოსაკა კვლავ რეიტინგის პირველი ნომერია

გამოქვეყნდა ქალ ჩოგბურთელთა (WTA) ახალი რეიტინგი, სადაც პირველ ადგილზე იაპონელი ნაომი ოსაკა (6417 ქულა) გადავიდა.

მეორე ადგილზე გადაინაცვლა ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ (6256), ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ (6185) კი სიაში მესამე ადგილი შეინარჩუნა.

დანარჩენი ათეულის წევრები ასე გადანაწილდნენ:

4.სიმონა ჰალეპი (5223)
5.კიკი ბერტენსი (5120)
6.პეტრა კვიტოვა (4780)
7.ელინა სვიტოლინა (4577)
8.სერენა ვილიამსი (3995)
9.არინა საბალენკა (3565)
10.სლოან სტეფენსი (3189)