პუტინთან ვახშმის გამო საბუთების გაყალბებისთვის, ორნელა მუტის ექვსთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს
იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის სასამართლომ სოლიდური ჯარიმა და ნახევარწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ორნელა მუტიმ 2010 წელს ქალაქ პორდენონოში დაგეგმილ სპექტაკლში მონაწილეობა არ მიიღო და გაყალბებული სამედიცინო ცნობა წარადგინა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორნელა მუტი იმ პერიოდში მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან ისადილა.
ორნელა მუტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ვერდის თეატრმა შეიტანა და მსახიობს გაყალბებული ცნობის წარდგენისთვის სასჯელის მოხდა მოუწევს.