ორი პირი, რომელთაც თერმოსკრინინგისას ტემპერატურა აღმოაჩნდა, ჰოსპიტალში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
ფოთში, საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მგზავრთა თერმოსკრინინგისას ორ მგზავრს ტემპერატურა აღმოაჩნდა. ისინი გადაყვანილები არიან ფოთის ჰოსპიტალში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
„დღეიდან ქალაქის შემოსასვლელებს აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები და მათი მედპერსონალი. კონტროლდება ყველა შემომსვლელი და გამსვლელი პირი. მათ უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალმა მგზავრებში აღმოაჩინა ტემპერატურული რეაქცია, ინფორმაცია მოდის ჩვენამდე. ვუშვებთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას და მათ გადაჰყავთ ქალაქის საავადმყოფოში, რომელიც დღეიდან ფუნქციონირებს როგორც ცხელების ცენტრი. დღეს გვქონდა ორი შემთხვევა, ერთ მგზავრს აღენიშნებოდა ტემპერატურა 38,8, მეორეს 37,1 და ორივე მოთავსებულია საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევისა და ზედამხედველობის მიზნით“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.