ორი ოქრო ერთ დღეში - მარგველაშვილმა სერიხზანოვი დაამარცხა | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) აბუ დაბის დიდი მუზარადის ოქროს მედალს დაეუფლა.
დასკვნით შეხვედრაში ქართველი ფალავანი უზბეკ იერლან სერიხზანოვს დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. გამარჯვებულის ვინაობა ოქროს ქულისთვის განკუთვნილ დროში გაირკვა, რომლის დაწყებიდან ზუსტად 13 წამში მარგველაშვილმა ილეთი შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ნახევარფინალში მან რუს იკაუბ შამილოვი დაამარცხა. ძირითადი დრო თითქოს გდებების გარეშე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გორელმა ძიუდოისტმა, საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე გამარჯვების მომტანი იპონი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე მედლები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. ამირან პაპინაშვილმა ფინალურ ბრძოლაში ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.