ომის ვეტერანები ლაშა ქანთარია და ბადრი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ქანთარია და შუბლაძე აცხადებენ, რომ რამდენიმე ომის მონაწილეები არიან, აქვთ ვეტერანის სტატუსი.
მათი განცხადებით, ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრის მიზანი სოციალური პრობლემებია, კერძოდ, ქანთარია და შუბლაძე ითხოვენ, რომ ვეტერანების სოციალური პაკეტი გაუმჯობესდეს, მათ შორის, დაფინანსების თვალსაზრისით.
„ომის ვეტერანები ვართ და ღირსეულ ცხოვრებას ვითხოვთ“, – განაცხადა ქანთარიამ.
როგორც პარლამენტში აცხადებენ, ირაკლი სესიაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.