„ორი ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი - მღელვარების საფუძველი არ არსებობს, მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელ სფეროში არის საკმარისზე მეტი
ბოლო ორი დღის მანძილზე მაღაზიებში გაზრდილია მომხმარებლების რაოდენობა, მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელს სფეროში არის საკმარისზე მეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სასურსათო მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გეორბელიძემ განაცხადა.
„მინდა გითხრათ და დავადასტურო, რომ არანაირი მღელვარების საფუძველი არ არსებობს. ბოლო ორი დღის მანძილზე გაზრდილია მომხმარებლების რაოდენობა მაღაზიებში, მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელს სფეროში არის საკმარისზე მეტი. აქედან გამომდინარე, ზედმეტი აჟიოტაჟი, ყოვლად ზედმეტია“, – განაცხადა გიორგი გეორბელიძემ.