ორი მოგება 9 გოლით - ჭიაბრიშვილის „დინამომ“ ქართული „კლასიკო“ დამაჯერებლად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
84-ე ქართულ „კლასიკოში“ „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა მორიგი ლამაზი გამარჯვება მოიპოვა.
„დინამო არენამ“ გამართულ შეხვედრაში პირველი ორი გოლი ტაიმების საწყის წუთებზე გავიდა, ორივეჯერ საგოლე გადაცემა ნიკა მალმა შეასრულა და ორივეჯერ მეტოქის კარი სტანისლავ ბილენკიმ აიღო.
მე-4 წუთზე მალიმ თბილისელთა უკრაინელი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ხოლო მეორე ტაიმის პირველივე შეტევისას ბილენკიმ თანაგუნდელის ფლანგური გადაცემით ისარგებლა.
თბილისელები მეტოქეს მთელი ძალით უტევდნენ და 57-ე წუთზე მორიგი გოლი თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა, რომელმაც სწრაფი კონტრშეტევა ეფექტური გოლით დააგვირგვინა. 65-ე წუთზე კი ლევან ოსიყმაშვილმა მეკარესთან პირისპირ უსმანე კამარა დატოვა, რომელმაც მახვილი კუთხიდან გაიტანა 4:0. 77-ე წუთზე ქუთაისელებს დავით სხირტლაძემაც გაუტანა. საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ქუთაისელთა თავდამსხმელმა ლევან მჭედლძემ დააფიქისრა და „დინამომ“ 5:1 გაიმარჯვა.
„დინამო თბილისმა“ (38) გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ორ შეხვედრაში გუნდმა 9 გოლი გაიტანა და ბათუმის „დინამოსთან“ (44) ჩამორჩენა შეინარჩუნა. „ტორპედო“ (21) ისევ მე-7 ადგილზეა.